ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების - ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა…
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 20 მაისი 2023, 22:53
„სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი - „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების - ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა. თურმე ამ უბედურ დღეს დაბადებულის თავის ქალას ლარნაკზე, წვიმის ქვეშ „არა რუსული ფრენების“ საბაბით, რეალურად კი „არა მშრალ ნაცებს“ - დევიზით შეკრებილი „ზონწიკებიანი“ რევოლუციონერები ელოდებოდნენ…“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით, ლავროვის ნათესავების ძებნით დაკავებული ნაცები ბულგაკოვის იმ პერსონაჟს ჰგვანან, რომელიც უცხოელი კონსულტანტის დასაჭერად საგიჟეთიდან მილიციაში რეკავდა და ითხოვდა მოტოციკლეტებიან ტყვიამფრქვევთა გამოყოფას, ოღონდ იმ გმირს წმ. ნიკოლოზის ხატი ეხმარებოდა მისიის შესრულებაში, ხოლო ამათ - უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პიჟამები.

„სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ცდილობს, მომავალ თაობებს შეძენილი ფსიქიკური გადახრები თანდაყოლილ გენეტიკურ დონეზე გადაყვანას აარიდოს საბრძოლო ყიჟინით - „არა რუსულ რუსეთს“, საქართველოში დაძრწიან კეთროვან ნაცთა გადარეული მობილური ჯგუფები ლავროვის მითური ნათესავების მოსაძებნად… 

მსგავსად ბულგაკოვის იმ ლიტერატურული გმირისა, რომელიც უცხოელი კონსულტანტის დასაჭერად საგიჟეთიდან მილიციაში რეკავდა და ითხოვდა მოტოციკლეტებიან ტყვიამფრქვევთა გამოყოფას…

თუ იმ გმირს ამ მისიის შესასრულებლად მკერდზე წმინდა ნიკოლოზის ხატი ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ხელში დანთებული სანთელი ეკავა, ჩვენს სასარგებლო დეგენერატებს ამაში უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პიჟამები ეხმარება…

სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი - „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების - ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა…

თურმე ამ უბედურ დღეს დაბადებულის თავის ქალას ლარნაკზე, წვიმის ქვეშ „არა რუსული ფრენების“ საბაბით, რეალურად კი „არა მშრალ ნაცებს“ - დევიზით შეკრებილი „ზონწიკებიანი“ რევოლუციონერები ელოდებოდნენ…

საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ამათმა ლავროვები ვერ „დაიჭირენ“, ანტიპუტინისტი ებრაელი მომღერალი ვერ „მოკლენ“, რევოლუცია ვერ „მოახდინენ“ და სრულიად ლოგიკურად - შემდეგი „კიდოშევიკრიბოთ“  28 მაისზე გადაიტანეს…

28-ში იმიტომო, რომ 25-ში ამათ რაღაც „ამაღლება“ აქვთო და ამ დღის გვეშინიაო. მერეო, ისევ ამათ რაღაცის რაღაცისგან „დამოუკიდებლობა“ აქვთო. ხოლო შაბათს - იმათი „პახმელიაზე“ გამოსვლის დღეაო და სჯობს ისევ მოვერიდოთო. აი 28-ში კი „კაკრაზ“ შეიძლებაო…

გვიშველე უფალო და შეგვიწყალე, რამეთუ ამათმა დიდი ხანია აღარა უწყიან, რასა იქმნან, ხოლო ჩვენ კიდევ აღარა ვიცით უკვე, რა რეაგირება გვქონდეს ყოველივე ამაზე.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
რუსეთმა ფინეთში რუსეთის საელჩოს ფილიალი დახურა და რუსეთში ფინეთის ორი საკონსულოს მუშაობაზე თანხმობა გაიწვია
მარტინ სკორსეზე რომის პაპს შეხვდა და იესო ქრისტეს შესახებ ფილმი დააანონსა
გიორგი ჩალაძე: როგორ გგონიათ, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს?
ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს
არქივი