
ლუქსემბურგში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთხმად დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელშიც ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია.
დოკუმენტის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ არასამართლიან, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს ასახელებს პირდაპირ და ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამავე პუნქტში წერია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოს ორი რეგიონის განგრძობად ოკუპაციას.
დეკლარაცია ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან, უკრაინასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინას საკითხში. დოკუმენტი აღნიშნულია, რომ ასამბლეა ემხრობა სწრაფ იმპლემენტაციას საჭიროება მორგებული დახმარების პაკეტის და ასევე საქართველოსთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც დაეხმარება ქვეყანას გახდეს ნატოს წევრი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |