შალვა პაპუაშვილი - 1%-იანმა ბარიერმა მოიტანა არა პლურალიზმი პარლამენტში, რვა სხვადასხვა პარტია, არამედ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ქოლგის ქვეშ ოპოზიცია ყველა კრიტიკულ მომენტში ერთიანდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 24 მაისი 2023, 08:04

ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ სატელიტები, არამედ მისი ნაწილი არიან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ესაა „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე, საზოგადოებამ გაიცნო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. შემდეგ, ისინი თითქოს გაიყვნენ, სინამდვილეში კი უბრალოდ, გაიშალნენ, ფლანგი გაშალეს და არის ერთი გუნდი. იგივეა „ევროპული საქართველო“ და ყველა, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს იდეოლოგიური ბირთვი. მათ შეიძლება, ჰქონდეთ სხვადასხვა ფლანგი, მაგრამ რეალურად, ეს არის ერთი პარტია, რომელიც საჭირო მომენტში ერთიანდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, არის პარტიები, რომლებიც ხანდახან ცდილობენ, გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ საბოლოო ჯამში, კრიტიკულ მომენტში ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგას უბრუნდება.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, პარტიები დამოუკიდებლად განვითარდნენ, ამისთვის ექსპერიმენტიც კი ჩაატარა და 2020 წელს არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერი დააწესა, როგორიც ევროპაში მხოლოდ ერთ ქვეყანას, ნიდერლანდებს აქვს, მაგრამ პარტიებმა ეს დამოუკიდებელი პარტიული დღის წესრიგის შესაქმნელად არ გამოიყენეს.

„ეს ექსპერიმენტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა იმისთვის, რომ შანსი მიეცა პატარა პარტიებისთვის, რათა ისინი შესულიყვნენ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ მარგინალური პარტიები არიან და მარგინალური მხარდაჭერა აქვთ, მიეღოთ საპარლამენტო ტრიბუნა, თავიანთი დამოუკიდებელი პარტიული დღის წესრიგი ეჩვენებინათ უფრო ფართო საზოგადოებისთვის და იქნებ, როგორმე მოეზიდათ დამატებითი მხარდამჭერები. ჩვენთან, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ზოგადი წესი არის 5% და „ქართულმა ოცნებამ“ ექსპერიმენტი გამონაკლისის სახით გააკეთა, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ჩაიშალა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამან მოიტანა არა პლურალიზმი პარლამენტში და არა რვა სხვადასხვა პარტია, ან ჯგუფი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, არამედ რეალურად – „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ქოლგის ქვეშაც ყველა კრიტიკულ მომენტში ერთიანდება ხოლმე ოპოზიცია. მათ შეეძლოთ, გამიჯვნოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, რომელიც მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაში და მდგომარეობს საქართველოს რუსეთთან ფარულ გარიგებებში დადანაშაულებაში და ა.შ. ამ პარტიებს შეეძლოთ, ამ დღის წესრიგიდან გასულიყვნენ და საკუთარი დღის წესრიგი ჰქონოდათ. მეორე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიც იყო ომბუდსმენის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, თავიანთი პირადი პოზიცია დაეფიქსირებინათ, მაგრამ არათუ დააფიქსირეს, სამმა ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ლევან იოსელიანს და, რომლებიც თავისივე აღიარებით იყვნენ ზეწოლის ქვეშ და მხოლოდ იმის გამო, რომ სიტყვა მისცეს ლევან იოსელიანს და ამ სიტყვას ვერ გადაუხვიეს, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირეს მას, მაგრამ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რაც მოხდა, ვნახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ წავიდა არცერთ დიალოგზე, რომელიც კეთილსინდისიერ კრიტერიუმებზე იქნებოდა დაფუძნებული.

„ომბუდსმენის არჩევის დროსაც ასე იყო და ახლაც, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შლის კენჭისყრებს და ცდილობს, ჩავარდეს ეს არჩევნები, ისე, რომ არ ასახელებს არგუმენტს, რა პრეტენზია აქვს ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. დღემდე არ ამბობს, რა პრეტენზია აქვს სამ არჩეულ წევრთან და რა პრეტენზია აქვს ოთხი კანდიდატის მიმართ. ეს ადასტურებს ერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ეს საკითხები ჩავარდეს, ეს რეკომენდაციები ჩავარდეს, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს კიდევ ერთხელ მღელვარება საზოგადოებაში და ამას მოჰყვეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც მათი პოლიტიკური გეგმის ნაწილია და სწორედ აქედან გამომდინარე არის შეუძლებელი შეთანხმებები, ვინაიდან მათი მხრიდან არის პოზიცია, რომ რამენაირად ჩააგდონ რეკომენდაციების შესრულება, თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვუდგებით ამას გონივრულად და კეთილსინდისიერად, ამიტომ მოვახერხეთ ომბუდსმენის არჩევაც და საბჭოს სამი წევრის არჩევაც. ამ პროცესში ჩვენ არაკეთილსინდისიერი ნაბიჯები არ ვაჩვენეთ და თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც მხარი დაუჭირა, როგორ ჩანს, იფიქრეს, რომ საჭირო იყო გარკვეული პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე იმედი მაქვს, რომ ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებითაც ასე მოიქცევიან, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არის აუცილებელი, მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფების თანხმობა იყოს გარკვეულ საკითხებზე და რატომ არ შეიძლება შეთანხმება პარლამენტში მყოფ სხვა პარტიებთან, როგორიცაა „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“, „გირჩი“ და ა.შ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულ პარტიებს აქვთ კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსი და ეს თანამშრომლობა არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობას, მუქარასა და იძულებაში ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია
სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ მათ კარიერულ ზრდას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას
არქივი