
ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს - ყველას, ვისაც გვაერთიანებს საერთო ისტორია და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებსა და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც სწორედ დღეს დადეს ფიცი. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე - სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |