ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები - დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით და ეს უხარია ქართველ ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 26 მაისი 2023, 14:51

ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე – „2011 წლის 26 მაისის შემქმნელებისგან რამდენად არის მისაღები კრიტიკა, თუნდაც დროშის დაკიდებასთან დაკავშირებით?“

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სამშობლო, რა არის, იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე თუ პოლიტიკოსი. ესენი არიან პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. გუშინაც ვთქვი, რომ დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით და ეს უხარია ქართველ ხალხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს. ეს არის მთავარი საკითხი, რომ მათ უნდათ, რაიმენაირად ეს დღე ჩააშხამონ ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, მე ყველას ვულოცავ ამ დღეს, ბოლომდე ვიზეიმოთ, ეს დღე ჩვენია, არავის წავართმევინოთ ეს დღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
რუსეთმა ფინეთში რუსეთის საელჩოს ფილიალი დახურა და რუსეთში ფინეთის ორი საკონსულოს მუშაობაზე თანხმობა გაიწვია
მარტინ სკორსეზე რომის პაპს შეხვდა და იესო ქრისტეს შესახებ ფილმი დააანონსა
გიორგი ჩალაძე: როგორ გგონიათ, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს?
ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს
არქივი