პრეზიდენტის გზავნილები დღეს მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 26 მაისი 2023, 15:37

პრეზიდენტი არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მე მაინც პატივს ვცემ ამ ინსტიტუტს, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ გზავნილებში, რაც დღევანდელ სადღესასწაულო დღეს მას ჰქონდა ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, დამოუკიდებლობის დღეს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლის გზავნილები მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ.

„ვფიქრობ, როგორ ვცე პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. პრეზიდენტი არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მე მაინც პატივს ვცემ ამ ინსტიტუტს, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ გზავნილებში, რაც დღევანდელ სადღესასწაულო დღეს მას ჰქონდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ არის ეს ის ფორმატი, ის დღე, როდესაც შეიძლება, მსგავსი გზავნილები გააჟღეროს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ზეიმობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეს არის საქართველოს დღე და ჩვენი, ყველას, ვალია, მათ შორის პრეზიდენტისაც, ეს სადღესასწაულო განწყობა და სურვილი, რაც საქართველოს აქვს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაში ინტეგრირებული, იყოს ჩვენი საერთო მიზანი და არა ის, რომ გამყოფი გზავნილები ჟღერდებოდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს იყო პრეზიდენტის გზავნილები დღეს – საზოგადოების არა კონსოლიდაციიისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ მიმართული, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა კიდევ ერთხელ, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და იმედი მაქვს, ეს ინსტიტუტი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ინსტიტუტად არ იქცევა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა
სახალხო დამცველი ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი