ანა ნაცვლიშვილი - რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება? - გამალებით ანგრევენ ევროკავშირთან ნაშენებ ურთიერთობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 მაისი 2023, 17:04

გამალებით ანგრევენ ევროკავშირთან და პარტნიორებთან ნაშენებ ურთიერთობებს, რასაც აქამდე მოუღწევია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა დარტყმის ქვეშ არის დაყენებული, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთთან, რაც საგანგაშოა პარტნიორებისთვის.

"დღეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსს ექმნება საფრთხე, არამედ სუვერენიტეტს და ევროკავშირთან ურთიერთობების სამომავლო გაუმჯობესება კი არა, აქამდე რასაც მიუღწევია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა არის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ და დარტყმის ქვეშ დაყენებული "ქართული ოცნების" სრულიად გამიზნული პოლიტიკის შედეგად. ისინი გამალებით ანგრევენ ნაშენებ ურთიერთობებს ევროკავშირთან და პარტნიორებთან.

ტყუილია ის, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და ამათ სხვა გზა არ ჰქონდათ. რიტორიკულ კითხვას ვსვამ - პუტინმა ერთპიროვნულად რომ გადაწყვიტოს, რომ საქართველოში მოფრინავს "აზიმუტით", რას აპირებს ხელისუფლება?" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით უსუფაშვილი - როგორც იურისტს შემიძლია, გითხრათ, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, კონსტიტუცია მთლიანად არის წასაკითხი
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში არაერთხელ გამოუყენებიათ იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოში რატომ არის ევროპული იდეის წინააღმდეგ, თუ ასე არ არის სხვა დემოკრატიებში
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელმა პროცესმა დაგვანახა, რომ არგუმენტები, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
Financial Times: აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში
არქივი