ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, კრემლის ნარატივია, ხოლო თუ ამას ბორელი ამბობს, ფაქტია - ამ ინსინუაციურ კამპანიას ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი ეწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 30 მაისი 2023, 21:04

თურმე როდესაც საუბრობს, პირობითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, ეს არის კრემლის ნარატივი და როდესაც ამას ამბობს ბორელი, ეს არის ფაქტი. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და ის ინსინუაციური კამპანია, რომელსაც ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს წარმომადგენლის ნებისმიერი განცხადება კრემლის ნარატივად მიიჩნევა, ხოლო თუ იმავეს გაიმეორებს საერთაშორისო პირი, მისი ნათქვამი ჭეშმარიტებაა, ეს მიდგომა კი საკმაოდ არასამართლიანია.

„ეს ორმაგი სტანდარტები თითქოსდა აპრობირებულია უკვე გარკვეული აქტორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით. როდესაც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, მთავრობის, თუ საპარლამენტო ლიდერები საუბრობენ, რომ სანქციები არ მუშაობს, მომენტალურად ხდება ხოლმე ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება და საუბარი იმაზე, რომ ეს არის კრემლის ნარატივი, ხოლო როდესაც საერთაშორისო ოფიციალური, თუ არაოფიციალური პირები, თუ ორგანიზაციები, აცხადებენ, მაგალითად, ბორელმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ განცხადება, რომ სანქციები არ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ, ეს ფაქტია...

ტყუილია, რომ რაღაც აღქმებისა და მარტივი ემოციების დონეზე კეთდება გლობალური, ან ლოკალური პოლიტიკა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც გეოპოლიტიკურ კატასტროფასთან ვართ ახლოს და როდესაც რუსეთი ასე ბარბაროსულად შეიჭრა უკრაინაში, საშინელ დანაშაულებს სჩადის და უკრაინა სულს ღაფავს. საუბარი მიჭირს იმაზე, თუ რამდენი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, თუ სამხედრო პირი დაიღუპა, ან დაზარალდა, რამდენი ლტოლვილია, რამხელა ეკონომიკური ზარალი მიიღო ამ ქვეყანამ. როდესაც ამას დავიყვანთ იმ მარტივ მოცემულობამდე, რომ თურმე ერთ დღეს თავდაცვის მინისტრს, უშიშროების შეფს, ან პრეზიდენტს გაეღვიძა და თქვა, მოდი ომი დავიწყოთ, რადგან უბრალოდ დღევანდელი უკრაინის ხელმძღვანელობა, ან ადმინისტრაცია არ მოგვწონსო, ეს არის აბსურდი. ერთია, რომ ეს აბსურდია და მეორე, რომ პირდაპირ თვალებში ნაცრის შეყრაა საზოგადოებისთვის - იმათთვის, ვისთვისაც თუნდაც ასეთი განცხადებები კეთდება. ეს არის შავით თეთრზე დაწერილი და ზოგადად გეოპოლიტიკური კონტექსტი ასე უნდა აიხსნას.

რატომ დაიწყო საუბარი, რას ნიშნავდა ის უბლოკო სტატუსი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გააჟღერა პრეზიდენტმა პუტინმა და ომის დაწყების შემდეგ, მთელი მარტის თვის განმავლობაში, იყო ამაზე საუბარი, რომ მოლაპარაკების დროს უბლოკო სტატუსზე ისაუბრეს. რა უბლოკო სტატუსზეა საუბარი? აქ საუბარია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს არ სურდა საკუთარ საზღვრებთან ახლოს კიდევ ერთი ალიანსის კონკრეტული კონფიგურაცია ენახა, გადავიდა თავდასხმის პოზიციაზე და დაიწყო ეს ბარბაროსობა. დიახ, ამისთვის დაისაჯა უკრაინა, ამისთვის დავისაჯეთ ჩვენც 2008 წელს და სწორედ ამას იყენებს საბაბად რუსეთი, შემდეგ კი იწყებს საომარ მოქმედებებს.

ამიტომ ვსაუბრობ, რომ როდესაც მიდის მიზანმიმართული კამპანიებით თვალში ნაცრის შეყრა, რომ თურმე რეალობა ჩვენ ისე უნდა დავინახოთ და გადავუთარგმნოთ საზოგადოებას, რომ ასე კი არა, სხვანაირადაა, იმავეს მაგონებს. თურმე როდესაც საუბრობს, პირობითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, ეს არის კრემლის ნარატივი და როდესაც ამას ამბობს ბორელი, ეს არის ფაქტი. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და ის ინსინუაციური კამპანია, რომელსაც ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
არქივი