ლევან დავითაშვილი: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 30 მაისი 2023, 21:32

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ და ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან.

„ევროკავშირის ელჩმა, ვფიქრობ, რომ დემარშის წერილის შინაარსი საზოგადოებას გააცნო, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ შემთხვევაში ერთიანი გადაწყვეტილების ერთგული არიან. მათ ერთიანი გადაწყვეტილება გააჩნიათ რუსეთთან ფრენებთან და საქართველოში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომელიც ევროკავშირის ელჩებს და მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში გავუზიარეთ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ცალმხრივი იყო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 2019 წელს და ამ შემთხვევაშიც, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ცალმხრივია. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფრენების განახლებაზე აქ ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალის გავლაა საჭირო და ძალიან ბევრ პროცედურას ითვალისწინებს ფრენების დაშვება. ჩვენ ამაზე გვქონდა საკმაოდ დიდი მსჯელობა გუნდში და საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას ავუხსენით, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც აღდგა ფრენები რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გარკვეული პრაქტიკა გამოვიყენეთ, პრინციპების შესაბამისად მოხდა ფრენების დაშვება საქართველოში და ეს ეფუძნებოდა უფრო კონსერვატორულ მიდგომებს, სადაც ჩვენ სანქცირებული კომპანიებისთვის ფრენის უფლება არ მიგვიცია. უფლება არ მივეცით ასევე, იმ ავიასატრანსპორტო საშუალებებს, რომლების წარმომადგენლებიც სანქციებში ექცევა. ეს დეტალებიც განვიხილეთ ელჩებთან. ამის შესახებ კითხვები დაისვა ელჩების მხრიდანაც, რომ ტექნიკურად რამდენად გამართული იყო ჩვენი გადაწყვეტილება და რამდენად შეესაბამებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს, ხომ არ იქნებოდა გარკვეული პრობლემები, საფრთხეები?! რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი