ეკა სეფაშვილი: ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა შეიქმნა იმ მიზნითა და სულისკვეთებით, რომ საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 31 მაისი 2023, 00:06
„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მოსახლეობამდე ინფორმაციის სრულფასოვნად მიტანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ, პოსტფაქტუმ, მაინც შევძელით. ჩვენი ძირითადი დამარცხება იყო ის, რომ საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს.“, - ამის შესახებ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალა“ შეიქმნა იმ მიზნითა და სულისკვეთებით, რომ საზოგადოებას სიმართლე მიეწოდოს და იმ ფაქტებზე გამახვილდეს ყურადღება, რაც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე შეიძლება არ ჩანდეს.

„რა თქმა უნდა, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია არის მედიაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება დაიჩრდილოს. სწორედ ამგვარ ფაქტებზე ვაკეთებთ აქცენტებს, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და სწორი დასკვნა გამოიტანოს. ამ მისიამ იმუშავა და ქვეყნისთვის გარკვეული საფრთხეების არიდება შევძელით.
თუმცა, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ასე სრულფასოვნად ვერ მოვახერხეთ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა, თუმცა შემდეგ, პოსტფაქტუმ მაინც შევძელით. ეს კანონი ამერიკული FARA-ს მიხედვით მოვამზადეთ, ხოლო ის აქტიური, დეზინფორმაციული კამანია, რაც ამ კანონთან მიმართებით დაიწყო, რომ ის თითქოს რუსული იყო, დაეფუძნა იმ ნარატივს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ეს კანონი ძალიან ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს. ჩვენი ძირითადი დამარცხება იყო ის, რომ საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს. საზოგადოების დიდი ნაწილი გულწრფელად შეცდომაში შევიდა, თუმცა იყო გარკვეული ნაწილი, რომელმაც იცოდა რას შეეხებოდა ეს კანონი.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი