რუსეთმა ფინეთში რუსეთის საელჩოს ფილიალი დახურა და რუსეთში ფინეთის ორი საკონსულოს მუშაობაზე თანხმობა გაიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 31 მაისი 2023, 01:03

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით იტყობინება.

„დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ფინეთის ელჩი ანტი ჰალანტერი გამოიძახა და მას 1 ივლისიდან  ფინეთის ქალაქ ლაპეენტრაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის დახურვის შესახებ განუცხადა. ამავდროულად, ფინურ მხარეს ეცნობა 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედი სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს პეტროზავოდსკის და მურმანსკის ფილიალების საქმიანობაზე თანხმობის იმავე თარიღიდან გასვლის შესახებ. ფინეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა გადაეცა.

რუსული მხარის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ფინეთის მიერ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში გატარებული კონფრონტაციული კურსით, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთ-ფინეთის ურთიერთობების მთელ სპექტრს. ფინური მხარის ინიციატივით შეწყდა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი, განადგურდა მრავალმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, დაირღვა დაძმობილებული ქალაქების და რეგიონების კავშირების ქსელი, მოიშალა მჭიდრო საზღვრისპირა თანამშრომლობა, შეწყდა  საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლები. 

ამავდროულად, ფინეთმა უარი თქვა  სამხედრო ალიანსებში არ მონაწილეობის ტრადიციული პოლიტიკაზე და შეუერთდა ნატოს ბლოკს, რომელიც არ მალავს თავის რუსეთის საწინააღმდეგო ორიენტირებას. ფინეთში რუსეთის საზღვარგარეთული მისიების მისიებისა და კომპანიების ნორმალურად ფუნქციონირებას დაბრკოლებები ექმნება. რეგულარული ხასიათი აქვს ჩვენი მისიების თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციული და საფრთხის შემცველი გამოხტომებს, რომელთა აღკვეთას ფინეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს.

ამ პირობებში, მათ შორის 2022 წლის შემოდგომიდან ფინეთის ხელისუფლების მიერ შენგენის ტურისტული ვიზებით ქვეყანაში შესვლის აკრძალვისა და მათი გაცემის შეწყვეტის ჩათვლით, რუსულმა მხარემ ამ ეტაპზე გადაწყვიტა შეამციროს ფინეთთან ორმხრივი საკონსულო ყოფნა, რადგან იგი არ შეესაბამება რუსეთ-ფინეთის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფინურ მხარეს ეკისრება" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ახალ პროექტზე მუშაობს
ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან - მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს - ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!
რატი იონათამიშვილი - არ შეიძლება, რეზოლუცია სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირების ნაწილად იქცეს, ევროპარლამენტის რეზოლუცია იმ ღირებულებებს შეურაცხყოფს, რაზეც ევროკავშირი დგას
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა
არქივი