2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 02 ივნისი 2023, 09:45

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი, ძალიან დიდი აღიარება - გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არამხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაამყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
არქივი