ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, 25 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 06 ივნისი 2023, 14:27

2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, შეადგენდა 25 მილიონ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა.

„ეს თანხა ხმარდება სახლების, ბინების მშენებლობას. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა, რომ ხელისუფლებამ ღირსეული პირობები შეუქმნას დროებით დევნილობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ბინების მშენებლობა დავიწყოთ აფხაზეთში თქვენთვისაც, აფხაზებისა და ოსებისთვისაც. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. მშვიდობით, სტაბილურობითა და გონივრული პოლიტიკით ამას მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი - ვინმე შეგნებულად თუ ახსენებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ერთეულად, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ
კლერ დეილი: დიახ, აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში
გურამ მაჭარაშვილი „შავ ფულზე“: უნდათ, რომ საქართველოში პროცესები მართონ რადიკალურად. ეს არის გაშიფრული სცენარი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით საზოგადოებას, რომ იყოს შეიარაღებული
ემანუელ მაკრონი: დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე
არქივი