წარმოუდგენელია, რაიმე წარმატების ფორმულა შექმნან, სანამ გამიჯნული იქნებიან ქართველი ხალხისგან და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 07 ივნისი 2023, 19:49

მთავარი პრობლემა, რაც უკლებლივ მთლიან ოპოზიციას აქვს, ეს არის ის, რომ მათთვის ეროვნული ინტერესი არანაირ­ ფასეულობას არ წარმოადგენს. კოლექტიური ოპოზიცია ის ძალა არის, რომელსაც თუ დააკვირდებით, დიდი ხანია, საკუთარი ლექსიკონიდან ამოგდებული აქვთ სიტყვები - სამშობლო, პატრიოტიზმი და ა.შ.  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,ეს პოლიტიკური ძალები არიან მარგინალები, მათი მხარდაჭერა ორი-სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, პრობლემაა არა იმაში, სად გაერთიანდებიან, რომელ ადგილზე შეიკრიბებიან, ვინ შეიკრიბება, არამედ რა იქნება მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელიც აცდენილია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს. ამიტომ წარმოუდგენელია, რაიმე წარმატების ფორმულა შექმნან, სანამ გამიჯნული იქნებიან ქართველი ხალხისგან, მანამდე გამიჯნული იქნებიან ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, რთულია, რაიმე წარმატება ჰქონდეთ. შეუძლებელია, საქართველოში ხელისუფლებაში არაპატრიოტული ძალები მოვიდნენ. დღეს ოპოზიცია გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან ეროვნულ ინტერესებს, პატრიოტიზმს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ სულერთია, რა ფორმით იქნება გაერთიანება, ეს იქნება ერთადერთი მარგინალური გაერთიანება, რომელიც იქნება მარგინალური ცენტრი. ეს არის პრობლემა. ყველანაირი შესაკრებლებით - ვინმეს დამატებას, გამოკლებას, გადანაცვლებას საერთო ჯამამდე მოვყავართ, რაც არის ის, რომ ოპოზიცია მანამდე მარგინალური იქნება, სანამ მათთვის ეროვნული ინტერესი ღირებულება არ იქნება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიუხედავად შსს-ს გაფრთხილებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
დავით კაჭარავა: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ
ისპაჰანის სასამართლომ პოპულარულ რეპერ თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა
ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე - ტენდერი და მუსიკაო - ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს
არქივი