შალვა პაპუაშვილი: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე ვიღაც ლობისტები ფულის სანაცვლოდ წერენ და შემდეგ ამას უცურებენ ევროპარლამენტს, სირცხვილი, როდესაც ეს გვესმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 15 სექტემბერი 2023, 00:37

სააკაშვილის ციხიდან დახსნის მცდელობები იმ დონეზეა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აწერინებენ ლობისტების მეშვეობით. ცალკე სირცხვილია საერთოდ, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე, ვიღაც ლობისტები ფულის სანაცვლოდ წერენ და შემდეგ ამას უცურებენ ევროპარლამენტს, რომ ეს ჩანაწერები მოხვდეს, სირცხვილი, როდესაც ეს გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში არიან პოლიტიკური ჯგუფები და არის გარკვეული ქსელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისა, რომლებისთვისაც ღირებულებები არ არსებობს.

„არის პოლიტიკური ქსელი, რომლის ნაწილიც არის მიხეილ სააკაშვილი და რომელიც მფარველობს მას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, მისი დახსნის მცდელობები ციხიდან იმ დონეზეა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აწერინებენ ლობისტების მეშვეობით. ცალკე სირცხვილია საერთოდ, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე, ვიღაც ლობისტები ფულის სანაცვლოდ წერენ და შემდეგ ამას უცურებენ ევროპარლამენტს, რომ ეს ჩანაწერები მოხვდეს, სირცხვილი, ეს როდესაც გვესმის. ევროპაში არიან პოლიტიკური ჯგუფები და არის გარკვეული ქსელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისა, რომლებისთვისაც ღირებულებები არ არსებობს. როდესაც ადამიანი კორუმპირებულ და ძალადობის სისტემის შემქმნელ ადამიანს, ამ რეალობას ატრიალებ და ამ ადამიანს ასაღებ, თითქოს ის არის რუსეთთან მებრძოლი, დემოკრატიის შუქურა და ა.შ. მათთვის მორალური ზღვარი არ არსებობს და ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის იმაზე, რომ საქართველო დაჩაგრონ, წარმოაჩინონ როგორც არა ლიდერი, არამედ ქვეყანა, რომელიც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ნაწილობრივ ალბათ, ამის დამსახურებაც იყო ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შარშან მიიღო ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით. უბრალოდ იმედი მაქვს, სხვა ძალები, რომლებიც ევროპული ძალები არიან, ამ ანტიევროპელ ევროპელებს აჯობებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლიანი და სწორია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი