აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 19 სექტემბერი 2023, 15:17

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაციის მიზანი კონსტიტუციური წყობის აღდგენაა და დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები თავდასხმის სამიზნე არ გახდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ნაღმი სომეხმა სამხედროებმა განათავსეს და მომხდარზე საქმე აღძრეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთის მიზანი რეგიონში სამხედრო დაძაბულობისა და ტერორიზმის გაძლიერებაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი