ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ასეთი პროვოკაციები და სცენარი იყოს თავიდან აცილებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 19 სექტემბერი 2023, 15:22
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს [ოპოზიცია] რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი, რომლებიც გაიშალა სუს-ის ბრიფინგში, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. იქ საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე - აფეთქება, იარაღის გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ასეთი პროვოკაციები და ასეთი სცენარი იყოს თავიდან აცილებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

სუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც გარკვეული პირების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმაზეა საუბარი. „საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმის ავტორები არიან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი