საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 სექტემბერი 2023, 16:43

ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა.

„შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი