გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ახალი ელჩი იმ ინსტრუქციას მიიღებს, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 19 სექტემბერი 2023, 18:29

დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ახალი ელჩი, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი, იმ ინსტრუქციას მიიღებს, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი და არა რევოლუციური პროცესების განვითარებისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ პასუხისმგებელიანი ხელისუფლება ვართ და გვყავს უპასუხისმგებლო კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც არაფერს მართავს და დარწმუნებულია, რომ რევოლუციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა. ეს ფორმულა დახვდება ამერიკის ახალ ელჩს. იცოდეთ, რომ არავითარი ელჩის პირადი დამოკიდებულება არ არის, თუ არ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია. ბოლო მდგომარეობის ანალიზი უნდა აძლევდეს ჭკვიან პოლიტიკოსებს, ვაშინგტონში იქნება ეს თუ ჩვენს მოკავშირე სხვა ქვეყნებში, რამდენიმე დასკვნის წინაპირობას: პირველი - საქართველო თავისი საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია და მეორე - დესტაბილიზაცია ხელს ვის აძლევს გადახედონ - ეს არის მთავარი ფორმულები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს ვაშინგტონმა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და თანადამფუძნებლები, ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად - პრემიერის რეკომენდაციით, მოეხსნათ სტატუსი
გივი მიქანაძე: „მთავარმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას
გივი მიქანაძე: ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე: ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე
მიხეილ ყაველაშვილი: რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ევროკავშირის ან სხვა ქვეყნის ელჩი, გამოთქვას საკუთარი აზრი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით?
არქივი