მაია ბითაძე და სალომე ქურასბედიანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 19 სექტემბერი 2023, 19:10
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების საკითხებს დაეთმო და ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

„მაია ბითაძემ სტუმრებს კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

საუბარი შეეხო ასევე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც მკაფიოდ განისაზღვრა ადამიანის ჯანსაღ და სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქის სიგელითა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდა
დონალდ ტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ
არქივი