აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაწყვეტად, უკანონო სომხურმა ფორმირებებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ იარაღი, უკანონო რეჟიმმა თავი დაითხოვოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 19 სექტემბერი 2023, 19:56
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ მთავარი მიზნები დასრულების სტადიაზეა. მისი თქმით, ძირითადი სამხედრო სამიზნეები განეიტრალებულია.

როგორც ჰაჯიევი აღნიშნავს, ბაქო მზად არის მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა ამისთვის მათ იარაღი უნდა დაყარონ.

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები არაერთხელ მიიწვიეს რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, თუმცა ისინი ყველა ჯერზე უარს ამბობდნენ.

„ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაწყვეტად, უკანონო სომხურმა ფორმირებებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ იარაღი, უკანონო რეჟიმმა კი თავი დაითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, – აცხადებს ჰაჯიევი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი