პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 24 სექტემბერი 2023, 19:25

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების, წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას. საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“  ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია: „რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორად ვახტანგ გაბრიჭიძე დაინიშნა
ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს, ბურთი ალიანსის მოედანზეა
პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი პატიმრობიდან გაათავისუფლა
არქივი