ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ჩვენი მოლოდინი, რომ ერთი წლის, წლინახევრის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს ეხება ბერმუდის სასამართლოს. რაც შეეხება სინგაპურს, ცოტა განსხვავებულ ვადებთან გვაქვს საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 14 ნოემბერი 2023, 21:05

ჩვენი მოლოდინი არის, რომ ერთი წლის, წლინახევრის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს ეხება ბერმუდის სასამართლოს. რაც შეეხება სინგაპურს, ცოტა განსხვავებულ ვადებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენი გამოცდილება „კრედიტ სუისთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან არის შემდეგი - მოწინააღმდეგე მხარე მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი ბერკეტი, ნებისმიერი მექანიზმი, გამართლებული, თუ გაუმართლებელი გამოიყენოს იმისათვის, რომ გააჭიანუროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ვშიშობთ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან პროცედურების გაჭიანურებას. „კრედიტ სუისი“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ წარმატების პერსპექტივა არსებითი თვალსაზრისით ამ საქმეებთან მიმართებაში არ გააჩნიათ და აქცენტები მხოლოდ გაკეთებული აქვთ პროცესის გაჭიანურებაზე. რაც შეეხება ლონდონში, უზენაეს სასამართლოში, როგორც სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, საშუალოდ ერთი წელი, წელიწად-ნახევარი არის საჭირო იმისთვის, რომ უმაღლესმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ერთი წლის, წლინახევრის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს ეხება ბერმუდის სასამართლოს. რაც შეეხება სინგაპურს, ცოტა განსხვავებულ ვადებთან გვაქვს საქმე, რადგან მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა, დარჩენილია სააპელაციო ინსტანცია, სადაც გასაჩივრებულია გადაწყვეტილება. შემდგომ ლონდონში გაასაჩივრებენ [„კრედიტ სუისი“] თუ არა საკასაციო წესით სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ისინი ყველა ბერკეტის გამოყენებას ცდილობენ, რომელიც გაჭიანურებამდე მიიყვანს პროცესს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟეა - თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ
„ბიბისი“ - გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ რამდენად გაგვაჩნია ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი, რადგან გვერდიდან მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვლავ თუ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება
არქივი