ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 16 ნოემბერი 2023, 15:31

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში.

სპეცოპერაცია სახელწოდებით „სჰოდკა“ ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლობით ჩატარდა. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.

ესპანური მედიის ცნობით, იმ მისამართებს შორის, სადაც სპეცოპერაციის ფარგლებში რეიდები ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვლავ თუ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება
ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა - დიახ !
ირაკლი მეზურნიშვილი: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ გვჭირდება დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან, დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
არქივი