მიხეილ სარჯველაძე: ვენეციის კომისიის დელეგაციის ჩამოსვლა კარგი შესაძლებლობა იყო, ყველა საკითხზე სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, მივაწოდეთ ინფორმაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 16 ნოემბერი 2023, 17:58

ვენეციის კომისიის დელეგაციის ჩამოსვლა და მათთან უშუალო კომუნიკაცია კარგი შესაძლებლობა იყო, იმიტომ რომ ჩვენ, ყველა აქტუალურ საკითხზე სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, გავაცანით და მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მათთვის იოლად აღსაქმელი არ არის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ თემებზე ვენეციის კომისიისთვის მიმართვის საჭიროება განაპირობა სწორედ იმ გარემოებამ, რომ ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ თემების ირგვლივ ყალბი აჟიოტაჟები შეექმნა და არასწორი შთაბეჭდილებების მიზეზად გაეხადა ეს თემები. განხეთქილების ვაშლად გამოიყენებოდა თითოეული ეს თემა, რაზედაც არის მიმართვა გაკეთებული. რა თქმა უნდა, მათი აქ ჩამოსვლა, შეხვედრა და უშუალო კომუნიკაცია კარგი შესაძლებლობა იყო, იმიტომ რომ ჩვენ, ყველა აქტუალურ საკითხზე სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, გავაცანით და მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მათთვის იოლად აღსაქმელი არ არის. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. ჩიხური მდგომარეობის შექმნაზე, მათთვის არ არის მარტივად გასაგები, როგორ შეიძლება კონკურსს ატარებდეს საქართველოს პრეზიდენტი და ის თვითონვე და მისი საკონკურსო კომისია თვლიდეს, რომ გამოგზავნილ კანდიდატებზე უკეთესი კანდიდატი არსებობს, მაგრამ ბევრი წლის განმავლობაში ადმინისტრაციას უნდა ხელმძღვანელობდეს კანდიდატი, რომელიც კონკურსის შედეგების მიხედვით არის უარესი კანდიდატი. რატომ? იმიტომ რომ ეს შეიძლება ოპოზიციას უფრო მეტად მოსწონდეს? ეს არ არის სწორი მიდგომა და ეს ცოტა ძნელად წარმოსადგენია მათთვისაც. ამ შეხვედრების დროს შევეცადეთ, მთელი ეს ინფორმაცია მათთვის მიგვეწოდებინა. ვენეციის კომისიაში პროფესიონალურად ფასდება საკითხები, შეფასება უშუალოდ სამართლებრივია და ვფიქრობ, რომ არცერთი ეს მოსაზრება არ დარჩება ყურადღების გარეშე. ვენეციის კომისია შეეცდება, ყოველმხრივ შეხედოს საკითხს და, მაგალითად, შესაძლო ალტერნატივებზე ისაუბროს. ფაქტია, რომ ამ თემაზე გვექნება გაცილებით უფრო სრულფასოვანი შეფასება, სრულფასოვანი შეხედულებების ნაკრები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე ამ დრომდე გვქონია ოპოზიციის კრიტიკული მოსაზრებების სახით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორად ვახტანგ გაბრიჭიძე დაინიშნა
ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს, ბურთი ალიანსის მოედანზეა
პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი პატიმრობიდან გაათავისუფლა
არქივი