ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 21 ნოემბერი 2023, 00:22

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი გმობს ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პაციენტები.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო. სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები არასდროს უნდა აღმოჩნდნენ ასეთი საშინელების წინაშე და, განსაკუთრებით, საავადმყოფოში ყოფნისას“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი პასუხობდნენ მტრის ცეცხლს, რომელიც მათ ჯარებს უმიზნებდა საავადმყოფოს შიგნიდან.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში, და სამედიცინო პერსონალი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა - დიახ !
ირაკლი მეზურნიშვილი: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ გვჭირდება დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან, დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
კახა კალაძე: 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება
პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს
ლევან ხაბეიშვილი - ქართველ ხალხს აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აქვს - გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, პარტნიორებს შევიძენთ და რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს დავამარცხებთ
არქივი