ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილი რომ ყოვლად უპრინციპო და ამორალური ადამიანია ეს სიახლე ამ ქვეყანაში არავისთვის არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 21 ნოემბერი 2023, 11:56
მიხეილ სააკაშვილი რომ ყოვლად უპრინციპო და ამორალური ადამიანია ეს სიახლე ამ ქვეყანაში არავისთვის არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ის არის ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ჯერ აგენტს ეძახდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა და ახლა სთხოვს, რომ შეიწყალოს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ეს მისი დისკრეციაა, ეს მისი გადასაწყვეტია. მან ერთხელ თქვა, რომ „არა და არასდროს“. თუ შეიცვლის ამ პოზიციას, ის გახდება თანაზიარი იმ დანაშაულების და იმ პასუხისმგებლობების, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. იმიტომ რომ ამ ადამიანს არაფერი მონანიების არ ემჩნევა“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს, ბურთი ალიანსის მოედანზეა
პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი პატიმრობიდან გაათავისუფლა
შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მაიკ პენსსა და კევინ კრამერს შეხვდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?
არქივი