ანა ნაცვლიშვილი - თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ- მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 21 ნოემბერი 2023, 18:42
როდესაც სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრების დროს? - არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა, პრემიერ მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა.

“გაუგებარია, როდესაც ამხელა ამბავია შექმნილი და ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემა, ჩვენ საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფალის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა ვნახეთ და პრემიერ - მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული - არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა.

რას ნიშნავს ეს? - ე.წ. “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა. თუ პრემიერი მართლა წუხს და ამ საქმეში მართლაც არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს ინტერესები შელახულია, მაშინ ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანულ მხარესთან არა ერთი შეხვედრა შედგა და არც ერთხელ არ მოგვისმენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან ეს საკითხი დააყენა პირისპირი შეხვედრების თუ სხვა ფორმატში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.

2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟეა - თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ
„ბიბისი“ - გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ რამდენად გაგვაჩნია ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი, რადგან გვერდიდან მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვლავ თუ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება
არქივი