საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 30 ოქტომბერი 2024, 21:44

საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს - საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი.
აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.
ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო.

ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
არქივი