თამუნა შიოლაშვილი: ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 31 ოქტომბერი 2024, 11:55

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილი სოციალურ ქსელში იმ მიმოწერის ე.წ. სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც საარჩევნო საუბნო კომისიების ჩამოყალიბებისა და მუშაობის ხელის შეშლის მიზნით კომისიების წევრებისთვის გაცემულ მითითებებს ასახავს.

„ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა“, - წერს თამუნა შიოლაშვილი.

ერთ-ერთ სქრინში ასევე დაფიქსირებულია მითითება, რომ რაც აღნიშნულ ჩათში იწერება, არის კონფიდენციალური. „გაუგონარი ამბავია, რომ აქ დაწერილი გამჟღავნდეს, მით უმეტეს, ოლქის თავმჯდომარესთან!“ - წერია ერთ-ერთ სქრინში.

თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ „იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა
ცესკო: გენდერული სტატისტიკა არ შევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან
ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს
„სმარტმატიკი“: ცესკომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმატებით მოახერხა საარჩევნო პროცესის მოდერნიზება
ცესკოს პრესსპიკერი: ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად - არჩევანის ფარულობა ბოლომდე დაცული და გარანტირებული იყო
არქივი