ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება იმ სტანდარტთან მიმართებაში, რასაც ჰქვია საარჩევნო მოხელის დამოუკიდებლობის სტანდარტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 18 ნოემბერი 2024, 18:28
ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება იმ სტანდარტთან მიმართებაში, რასაც ჰქვია საარჩევნო მოხელის დამოუკიდებლობის სტანდარტი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი საერთაშორისო გამოცდილებით და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესოა მივიღოთ ერთგვარი გამოხმაურება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

„მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არასოდეს ჰქონია პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის და ჩვენი ყველა მასალა, ბრიფინგი თუ სხვა ინფორმაცია მათ ეგზავნებათ ოპერატიულად. რაც შეეხება ბრიფინგის შემდგომ იყო თუ არა გამოხმაურება, ჩემთან არ ყოფილა მსგავსი, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს საჯარო და შესაბამისად ყველა ჩართულმა მხარემ გაიგოს და დააფიქსიროს საერთაშორისო თანამეგობრობის ხმა ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში“,- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი შარაბიძე დეზინფორმაციაზე: ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს
შეხვედრა ახალგაზრდებთან ახმეტის მუნიციპალიტეტში
ნიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია
არქივი