გიორგი კალანდარიშვილი გენპროკურატურაშია, სადაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 21 ნოემბერი 2024, 13:47
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის.

„პროკურატურას ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რომელიც გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა თანამშრომელი იკითხება. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და გამოიკითხებიან სხვა პირებიც, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებიან გამოძიების ეფექტიანად განხორციელებისთვის. გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან და მანიპულაციასთან დაკავშირებით გაისმა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება.

დღეს არჩევნებიდან 26-ე დღეა და დღემდე არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ [არჩევნების პერიოდში] სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი და რომელსაც შეეძლო, მოეხდინა რაიმე გავლენა შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
არქივი