ნათია იოსელიანი: 11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 14 დეკემბერი 2024, 12:27

11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

რაც შეეხება კანდიდატს, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის რული შემადგენლობის ორ მესამედს ანუ 200 ხმას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დღესვე გაიმართება მეორე ტური, სადაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების უმრავლესობა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება პარლამენტის სასახლეში ცესკოს სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს თავმჯდომარე შედეგებს წარუდგენს როგორც საარჩევნო კოლეგიას, ასევე საზოგადოებას", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი შარაბიძე დეზინფორმაციაზე: ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს
შეხვედრა ახალგაზრდებთან ახმეტის მუნიციპალიტეტში
ნიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია
არქივი