ბიზნესმენი დიმიტრი ადამია: არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება - ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 23 დეკემბერი 2024, 19:53
არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ,  -  ამის შესახებ ბიზნესმენმა დიმიტრი ადამიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, გაყალბების ფაქტები არსად არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება  გაგრძელდება, დასავლელ პარტნიორებთან კი ურთიერთობები მალე გადაიტვირთება. 

"არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, არც ერთ დასკვნაში, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება, ურთიერთობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძალიან მალე დაწყნარდება, გადატვირთვა მოხდება და განვითარება იქნება შეუქცევადი. ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით." - განაცხადა დიმიტრი ადამიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
არქივი