ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა ისნის რაიონში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა, ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება-შალვა ნათელაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
587 27 აგვისტო 2020, 12:13
ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა ისნის რაიონში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა, ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის ოლქში კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს საკითხი მოგვარებადია.

„ჩვენ ყველა პარტიის სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ისნის რაიონში ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა. ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს. მე მაინც ვფიქრობ, აქ ჭარბობს ემოციური მომენტი ყოფილ თანაპარტიელებს შორის და ვფიქრობ, გადალახვადი მომენტებია. ჯერ კიდევ ერთი თვეა კანდიდატურის დასახელებამდე და ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებადია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი