ცუდი, უპასუხისმგებლო და უმწიფარი გადაწყვეტილებაა, ამის ფასს გადაიხდის „ნაციონალური მოძრაობა“-გიგა ბოკერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
780 27 აგვისტო 2020, 19:19

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ისნის ოლქში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ბოკერიას შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ძალიან ცუდი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხების შანსს ამცირებს.

„ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალური ფრთის მხრიდან, როგორც ჩანს, შემდეგ მთლიანმა პარტიამ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს აძლევს ხელს, გამოიყენოს მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ, ამცირებს პირველ ტურში „ოცნების“ წარმომადგენლის დამარცხების შანს. ყველანაირად ცუდი, უპასუხისმგებლო და უმწიფარი გადაწყვეტილებაა და ამის ფასს გადაიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის თვალში და პირველ რიგში გადაიხდის ის კანდიდატი, რომელიც დააყენეს ამ ოლქში. საბედნიეროდ, ამის და მიუხედავად, ეს არის გამონაკლისი, სხვა ყველა კომპონენტში შეთანხმება ძალაშია, „ევსაქები“ ყველა შეთანხმებას დავიცავთ, სხვა შეთანხმების დარღვევა არ მოხდება. საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით ის სიტყვა, რაც ითქვა, შესრულდება, ივანიშვილის რეჟიმი ხშირ შემთხვევაში პირველივე ტურში დამარცხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარუდგინა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა
ცესკო: გენდერული სტატისტიკა არ შევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან
ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს
„სმარტმატიკი“: ცესკომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმატებით მოახერხა საარჩევნო პროცესის მოდერნიზება
ცესკოს პრესსპიკერი: ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად - არჩევანის ფარულობა ბოლომდე დაცული და გარანტირებული იყო
არქივი