პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
644 02 სექტემბერი 2020, 23:45

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 12 და 26 სექტემბერს თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 12 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10)
• 26 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10).

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან/საქართველოს მიმართულებით 24 რეგულარული სამგზავრო და ორმოცამდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება.

„მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აგრძელებს, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია AirFrance ასრულებს, ხოლო რიგასა და თბილისს შორის სამგზავრო რეგულარულ ავიარეისებს, ასევე კვირაში ორი სიხშირით airBaltic ახორციელებს. ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებას განაგრძობს „Georgian Airways”-ი. ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამის, ვენის, პარიზის და ბერლინის მიმართულებით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ასევე დააკმაყოფილა სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის განაცხადი ცალკეული კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი თუ ტრანზიტული მიმართულებებით მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული. ჩარტერული ფრენები ამ ეტაპზე დანიშნულია სტამბოლის, დოჰას, ათენის, ვარშავის, კიევის და მინსკის მიმართულებებით.

დადასტურებული რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.

მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით“, - აცხადებენ სააგენტოში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი