„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერობის კანდიდატს რამდენიმე დღეში დაასახელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
822 03 სექტემბერი 2020, 10:49

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლება და საზოგადოება მის ვინაობას რამდენიმე დღეში გაიგებს.

რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა კითხვაზე, პარტიის პრემიერობის კანდიდატი იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, უპასუხა – „რატომაც, არა?“.

„კოალიცია არის კომპრომისების ხელოვნება. ბევრი რამ ვისწავლეთ. საუბარია იმაზე, რომ თანამდებობებს ვერ ინაწილებენ და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება მთავრობის სახით ყალიბდება. მინისტრი არის თანამდებობა. გინდა თუ არა, საბოლოო ჯამში, კოალიცია დადის მთავრობის შემადგენლობამდე და ეს არის ნორმალური. საუბარი არ არის ენის მოჩლექვით. ხელისუფლებას ვქმნით, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს. ასეა კონსტიტუციით. კონსტიტუციით არის მინისტრთა კაბინეტი და კონსტიტიციურ პროცესში ვმონაწილეობთ, დანარჩენი დემაგოგიაა. იქნება კოალიციური ხელისუფლება და ყველაფერი კარგად იქნება განაწილებული. მთავრობას ეყოლება პრემიერი და მინისტრები. ყველა პარტია თავისი ჩრდილოვანი კაბინეტით უნდა გამოდიოდეს, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებისას, რადგან დათვალიერებაა სახეებისა და იდეების. ჩვენი პრემიერობის კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში. დღეს 3 სექტმებერია, სამს დაუმატეთ სამი-ოთხი და ამ ვადებში გაიგებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი შარაბიძე დეზინფორმაციაზე: ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ერთადერთი გზა, რაც არსებობს, ეს არის სიმართლის თქმა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს
შეხვედრა ახალგაზრდებთან ახმეტის მუნიციპალიტეტში
ნიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია
არქივი