„ევროპარლამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
568 17 სექტემბერი 2020, 18:03
„ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება არის პოზიტიური იმ რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, რაც განხორციელდა. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით. ანგარიშში ჩამოთვლი არის მთელი რიგი მიღწევები, რომელიც საქართველო აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ანგარიშში ასევე არის ასახული ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, მისივე თქმით, ევროპარლამენტს რეკომენდაციები აქვს არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც. „ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები და ის საკითხები რომელზეც აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი და წარმატებული შედეგები იქნას მიღებული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი განმარტებით, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო არა თუ მიყვება იმ გეგმას, რომელიც პარტნიორებთან ერთად აქვს შემუშავებული არამედ, აჩვენებს პროგრესს, თუმცა, არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც პირდაპირ არის მითითება, რომ აუცილებელია მუშაობ ის გაგრძელება.

„ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სასამართლო რეფორმის კუთხით. ის რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა პრობლემა სასამართლოს რეფორმირების და პოლიტიზირების  კუთხით და ის, რომ ბოლომდე იქნას მსგავსი საკითხი აღმოფხვრილი და რაც ყველაზე მთავარია, მიღწეული იქნას ნდობა  ხალხის მხრიდან სასამართლო რეფორმის მიმართულებით სწორედ ამიტომ ხორციელდება ის ნაბიჯები. ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას მიღწეული აქვს სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ თვლიან რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რაც პირველ რიგში, ჩვენი მხრიდანაც ხაზს უსვამს იმას, რომ სასამართლოს რეფორმირება არა თუ დასრულებული არ არის არამედ, კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი წინ იმისთვის, რომ სრულად აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი განმარტებით, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ასევე ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ  ანგარიშში.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ  ანგარიშში მხოლოდ პოზიტივში არის წამოჭრილი ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს.   ოპოზიცია საერთოდ არ ახდენს კომენტირებას, რადგან  მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივში არის წამოჭრილი ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს და ყველა ის მნიშვნელოვანი  საკითხი, რომელზეც დღეს დავა მიდის, სპეკულაციას საბოლოოდ დაუსვა წერტილი, რადგან პირდაპირ არის მითითებული მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებები, რომელიც სამართლიანად და კანონზომიერად იქნა შეფასებული მათი მხრიდან სამართალდამცავების ქმედებების კუთხით და ბევრი სხვა საკითხი მათ შორის, ამერიკელ ინვესტორებთან დაკავშირებული დავები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, არის ჩანაწერები გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით. „ანგარიში პოზიტიურადაა შეფასებული ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. პარტნიორები მხოლოდ და მხოლოდ მოგვიწოდებენ, რომ გავაძლიეროთ კონკრეტული მიმართულებით მუშაობა, ამავდროულად, ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ ძლიერ პარტნიორად ევროპისთვის, ამერიკისთვის და ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა ჩვენს შორის ურთიერთობები და ამის უგულებელყოფა  - უბრალოდ ტყუილის თქმა არის. ჩვენ მოვისმინეთ ის შეფასებები, გამოხმაურებები, რომელიც ჩვენ ევროპარლამენტარებისგან გვქონდა და არა მხოლოდ ჩვენს მიმართ არამედ, ზუსტადაც ოპოზიციური პარტიების  წარმომადგენლების მხრიდან, სადაც გულისწყრომაა გამოთქმული, რომ მათ არ დაიცვეს ის მთავარი პირობა, რომელიც მათი მოთხოვნა იყო და რაც ყველაზე მთავარი არის  - ის რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, ეს არ არის  მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ევალება ეს. ეს იყოს მკაფიო გზავნილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი