ევროპარლამენტი აღიარებს რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
615 17 სექტემბერი 2020, 18:05
ევროპარლამენტი აღიარებს რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიშის მთავარი გზავნილებზე საუბრისას.  

“საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და მუდმივად ღრმავდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.  ასეთია  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიშის მთავარი გზავნილები. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია,  კოვიდ-19 - ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ეფექტური ბრძოლა . 552 ხმით დამტკიცებულ დოკუმენტში  საქართველო არაერთი რეფორმისთვის შეაქეს. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია, მეტიც, მათ ნაწილს ამაზე კრიტიკული დოკუმენტი არც კი უნახავს. ოპოზიციამ, ტრადიციულად, რეზოლუციაში დაფიქსირებული პუნქტები ხელისუფლების გაფრთხილებად მონათლა.ზუსტად იგივე ტექსტზე ხელისუფლებას და უმრავლესობის წარმომადგენლებს სრულიად დადებითი პოზიცია აქვს.  ყველა დამსახურება, რაც რეზოლუციაში მკაფიოდაა აღნიშნული, მმართველი გუნდის აზრით მისი დამსახურებაა” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი