აქსელ ფიშერი: ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ შაბათის საღამოს მქონდეს მათთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
551 31 ოქტომბერი 2020, 12:44
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა, - ამის შესახებ განცხადებაა ბუნდესტაგის დეპუტატმა აქსელ ფიშერმა Facebook-ის საშუალებით გააკეთა.

ის იმედოვნებს, რომ შაბათს საღამოს ხალხისთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა ექნება.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

ხსენებული დემოკრატიული რეფორმების გატარება ხდებოდა იმ წინსვლის პარალელურად, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით განიცადა. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნებას - მისწრაფებას, რომელიც ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველომ თავისთვის ამოცანის სახით ჩამოაყალიბა.

არჩევნები წარმოადგენს სრულიად განსაკუთრებულ დემოკრატიულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები წყვეტენ, თუ რომელი პოლიტიკური პროგრამები უნდა იქნას გატარებული და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა საფუძვლიანი გააზრების შედეგად მოხდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ შაბათის საღამოს მქონდეს მათთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფიშერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი