ადამ კინზინგერი: ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს ვაკვირდები - მოვუწოდებ ყველას ხმის მიცემისა და სიმშვიდისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
533 31 ოქტომბერი 2020, 18:16
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს ვაკვირდები. მოვუწოდებ ყველას ხმის მიცემისა და სიმშვიდისკენ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს თაღლითობას, დაშინებას ან ამომრჩევლის მოსყიდვას. ჩვენი ქვეყნები ძლიერნი და გაერთიანებულნი არიან. ამერიკას საქართველოს იმედი აქვს“, - დაწერა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა Twitter-ზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი