Contrepoints: არჩევნები საქართველოში: დემოკრატიული მდგრადობის მაგალითი პანდემიის დროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 02 ნოემბერი 2020, 14:24
ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„შაბათს, 31 ოქტომბერს, როდესაც ამ ამაყი ერის ამომრჩეველი არჩევნებზე მივა, პანდემიისა და კავკასიაში მიმდინარე ომის დროს, მეტად წარმომადგენლობითი საარჩევნო წესებით მიღწეული შედეგი ქვეყნის დასავლურ მომავალს განსაზღვრავს.

მმართველი პარტიისთვის გამოცხადებული გამარჯვება

„ქართული ოცნება“, მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანება, რომელიც ამჟამად ქვეყანას მართავს, გამოკითხვების მიხედვით, 40%-52%-იან ლიდერობას ინარჩუნებს. ამ პარტიას ხელმძღვანელობს მილიარდერი, ქველმოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მისი მოწინააღმდეგე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სატელევიზიო არხის კონტროლით, ამჟამად აწარმოებს მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას, რომელიც გამოკითხვებში მეორე ადგილზეა, 19%-31%-ით.

ბატონი სააკაშვილი, 2003 წელს, ვარდების რევოლუციას ხელმძღვანელობდა, რამაც ქართველებს პოსტსაბჭოთა დეპრესიიდან პროევროპული მმართველობისკენ შეუცვალა გეზი, შეაჩერა კორუფცია და შექმნა ძლიერი ინსტიტუციები, მაგრამ შემდეგ მისი რეპუტაცია დაინგრა იმის გამო, თუ როგორ ექცეოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და რომ 2008 წელს საქართველო რუსეთთან ომში ჩააბა.

მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტისკენ

თუმცა, ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვები, პირველ რიგში, მოწმობს, რომ საქართველოს ახალგაზრდა და ძლიერი დემოკრატია მზადაა, აირჩიოს ბევრად უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი.

წლის დასაწყისში, მთავრობამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მიიღო საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ფარული კენჭისყრა ნაწილობრივ პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანა. ამ რეფორმამ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების, ასევე საფრანგეთის მთავრობის აშკარა მხარდაჭერა მიიღო. შემთხვევითი არ არის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის მიერ გამოყენებული სისტემის მსგავსია.

რეფორმა, რომელსაც მასობრივი მხარდაჭერა მოჰყვა ქართული საზოგადოების მხრიდან, ბატონი სააკაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ოპოზიციური პარტიების მხრიდან უარყოფის მიუხედავად მაინც დამტკიცდა. კონტროლის ქვეშ არსებული პანდემია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ხალხის მიერ პანდემიის მიმართ მთავრობის მიდგომის აღიარებამ განაპირობა.

ქვეყანას ევროპაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს და ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით, ის მსოფლიოს ლიდერთა შორისაა.

როგორც ჩანს, კრიზისის წარმატებული მენეჯმენტის შედეგი საარჩევნო ყუთთან ისახება. სამხრეთ კორეაში ახლახანს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა დამატებით 57 ადგილის მოპოვებით გაიძლიერეს პოზიციები. ქართულმა მაგალითმა შეიძლება ამის ახალი პრეცედენტი შექმნას.

რუსული ღრუბელი, ევროპული მზე

მთავარი დაძაბულობა, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ პოლიტიკას, წარმოიშობა რუსეთის, ქვეყნის ყოფილი ოკუპანტის, დაუღალავი მცდელობებისაგან, ზეწოლა მოახდინოს მის სამხრეთ მეზობელზე და დარჩეს ორბიტაზე, ქართველი ხალხის სურვილების მიუხედავად.

ომიდან თორმეტი წლის შემდეგ, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაძაბულობის შემცირებას ცდილობდა, მაგრამ მოსკოვმა ტერიტორიის მცირე ნაწილების მიტაცება განაგრძო. რუსეთის ირიბი გავლენა ასევე იგრძნობა მისი მხრიდან გარკვეული მცირე პარტიების მხარდაჭერითა და სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიით.

ბატონმა სააკაშვილმა მრავალი ქართველი განარისხა აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით სომხეთის მიერ კონტროლირებადი მთიანი ყარაბაღის უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. ამჟამინდელი მთავრობა კი, პირიქით, ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს, რადგან საქართველო ორივე ქვეყნის მეზობელი ქვეყანაა, აქ მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობებით.

მთავრობამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უყოყმანოდ გამოაცხადა თავისი სურვილი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - პროექტი, რომელსაც მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ამ ორ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებიდან დაწყებული, ნატოს მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებით დამთავრებული, 2019 და 2020 წლებში.

საქართველო, თავის რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. როგორც ჩანს, მისი ბედი უკავშირდება უფრო დიდ საკითხს - შეუძლია თუ არა დასავლეთს რუსეთის რეგიონული გავლენის შეზღუდვა“, - წერს ავტორი გიომი პერიგოა.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
გია ვოლსკი - არის ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე, ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება დესტრუქციული პროცესები
არქივი