ადამ ერელი: ოპოზიციის მოწოდებები პროტესტისა და შედეგების უარყოფისკენ უმწიფარია და არ ემსახურება არც ქართველი ხალხისა და არც დემოკრატიის ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
708 02 ნოემბერი 2020, 18:37
აშშ-ის ყოფილი ელჩი ბაჰრეინის სამეფოში - ადამ ერელი ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს. მისი თქმით, მათი ხმა პარლამენტიდან უნდა ისმოდეს და არა ქუჩიდან.

როგორც ყოფილმა დიპლომატმა ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ისტორიული იყო, რადგან ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდა.

''ცოტათი შემაშფოთებლად მეჩვენა ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით იმ დროს, როდესაც საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ არ იყო დახურული. მათი მოწოდებები პროტესტისა და შედეგების უარყოფისკენ უმწიფარია და არ ემსახურება არც ქართველი ხალხისა და არც დემოკრატიის ინტერესებს. ‘’ქართული ოცნების’’ გამარჯვების ზღვარი ოპოზიციასთან მიმართებით უზარმაზარია, - დაახლოებით 20%-იან განსხვავებაზე ვსაუბრობთ. შეუძლებელია ამ ხარისხის გაყალბება.

დემოკრატიის ნაწილია, რომ შენ აღიარებ დამარცხებას. დემოკრატები არ იყვნენ ბედნიერნი იმით, რომ 2016-ში ტრამპმა გაიმარჯვა, თუმცა მათ საკუთარი მომხრეების ქუჩაში გამოყვანა არ დაუწყიათ; არც უარი უთქვამთ, მთავრობას შეერთებოდნენ. თუ პრობლემა გაქვს შედეგებთან, აწარმოე დავები სასამართლოსა და სახელმწიფო უწყებებში, მაგრამ არ შეიყვანო ქვეყანა ჩიხში და ძალით არ უბიძგო კონფორნტაციისკენ.

რთულია მომდევნო დღეებში მოვლენების განსაზღვრა, თუმცა გეტყვით, რომ 5-მა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და მოხვდა პარლამენტში, რაც ადრე გამორიცხული იქნებოდა? ამიტომ, მე რომ ამ პარტიების ადგილას ვყოფილიყავი საქართველოში, მენდომებოდა შესაძლებლობის გამოყენება, მენდომებოდა ჩემი ადგილი პარლამენტში და ჩემი ხმის მიწვდენა. იმუშავე სისტემის შიგნით, იმისთვის, რომ გააუმჯობესო ის. ჩემთვის ეს იქნებოდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ მენახა ქართველების მიერ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაფართოების შანსის დაკარგვა, იმიტომ, რომ მათ არ მიიღეს ის ოდენობა, რაც სურდათ“, - განაცხადა  ერელმა.

ერელისვე თქმით, ეუთოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი შეფასებების მიხედვით, არჩევნები ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი იყო.

‘’ვფიქრობ, რომ მათ ამ განცხადებით არჩევნები თავისი ბეჭდით დაამტკიცეს“,-აღნიშნა ერელიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი