ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოში ბოსტანი გააკეთოს -პარტიები გადარგოს, გადმორგოს, ზოგი ლიდერი დამარხოს, ზოგს ცოტა თავი ამოაყოფინოს - ბატონო ბიძინა, ვერ მოგართვით!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
550 03 ნოემბერი 2020, 18:20
ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოში ბოსტანი გააკეთოს - პოლიტიკური პარტიები ბოსტნეულივით გადარგოს, გადმორგოს, ერთი ნაწილიდან მეორეზე გადაიტანოს, ზოგი პოლიტიკური ლიდერი დამარხოს, ზოგს ცოტა თავი ამოაყოფინოს - ბატონო ბიძინა, ვერ მოგართვით! ვინ გგონიათ თავი?! - ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პარტია “ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მნიშვნელოვანია ერთობა განაცხადზე, სადაც სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ დაფიქსირდა, რომ არ მოხდება 31 ოქტომბრის არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარება.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ “ავადმყოფმა ივანიშვილმა და კობახიძემ“ მის პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო ბარიერი არ გადაალახინა, რადგან “ბურჯანაძის პარლამენტში ყოფნის კატასტროფულად ეშინიათ“.

“ბიძინა ივანიშვილს მართლა ტაში უნდა დაუკრა, რომ მან მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოახერხა - ყველა, ვისაც პარტია ჰქვია და ერთი მხარდამჭერი მაინც ჰყავს, მისი წინააღმდეგია. ეს იმ სიხარბის ბრალია, რაც “ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა. საზოგადოება მეტ-ნაკლებად შეიძლება შეგუებოდა, რეალობასთან ოდნავ მიახლოებული ციფრები რომ დაწერილიყო - “ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყიფე უმრავლესობა ჰქონოდა და ოპოზიციურ პარტიებს მათთვის მეტ-ნაკლებად შესატყვისი ხმები, მაგრამ ვინ მოითმენს ასეთ მასხრად აგდებას, რაც “ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა?!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საარჩევნო ბიულეტენების 10%-ზე მეტი ვერ ბალანსდება, არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობაზე საუბარი ზედმეტია.

“ბიძინა ივანიშვილს და იმ ხალხს, ვინც მას დავალებას უსრულებდა, იმდენი ტვინი უნდა ჰყოფნოდა, რომ კმაყოფილი ვიღაც მაინც ჰყოლოდა. ბატონო ბიძინა ბევრჯერ გითხარით: - თქვენ მესამე ხელისუფალი ხართ, ვინც არ ისმენს, რას ამბობს ბურჯანაძე. თავის დროზე ორმა ძალიან ცუდად დაამთავრა - მაინცა და მაინც გაასამებთ!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი