703
03 ნოემბერი 2020, 22:42
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, კეილ ბრაუნი „ტვიტერზე“ წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ეუთოს შეფასებას, რომლის თანახმად საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.
ამასთან პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა, ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს.
2 ნოემბრის განცხადებაში აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი აცხადებს (NDI), რომ საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით. ამ დარღვევებში შედის ოქმებში არსებული უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მათ გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა.
ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |