აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1187 21 ივლისი 2022, 23:45

აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა თემა ამოიწურებოდა, მაგრამ ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა მოიხსნება სწორი ინფორმაციის სწორად გავრცელებით,-  განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ - ის ეთერში.

„აქ საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, თემას გვერდს მარტივად ვერ ავუვლით. როდესაც რამდენიმე მოსამართლე ასეთ ბრალდებას უყენებს საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს, აქ არის ერთადერთი გამოსავალი: ინფორმაცია უნდა იყოს უარყოფილი და თუ მოხდა, მაშინ რეაგირებაა საჭირო. კიდევ ერთხელ გავმეორებ, არავის არა აქვს არც სურვილი და ნება, რომ რამენაირად თავს დაესხას ელჩს, საელჩოს. უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
42:0 - საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
არქივი