სტატიები
5 უცნობი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3420 09 მაისი 2020, 10:46

ის, რაც შეიძლება არ ვიცით ან არ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომზე.  ONGO ისტორიკოსმა დათო გამცემლიძემ ხუთი უცნობი ფაქტის შესახებ უამბო.


გერმანიის ტერიტორიაზე შეტევისას, საბჭოთა ჯარისკაცებმა (ძირითადად რუსებმა და სხვებმაც, მათ შორის ქართველებმა), კიონიგსბერგში, აღმოსავლეთ გერმანიაში და ბერლინში ორი მილიონი გერმანელი ქალი გააუპატიურეს ჯგუფურად. მათგან დაახლოებთ ასი ათასმა თავი მოიკლა და ორასი ათასს ბავშვი ეყოლა. ეს ბავშვები და მათი შთამომავლები დღეს ჩვეულებრივი გერმანელები არიან.


ვერმახტმა (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა) კაპიტულაციას ხელი მოაწერეს არა 8 მაისს ბერლინში, არამედ 7 მაისს ფრანგულ რეიმსში - ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სარდლობის წინაშე. ამან სტალინის საშინელი განრისხება გამოიწვია. მან ულტიმატუმი წაუყენა „მოკავშირეებს“ და ხელმეორე კაპიტულაცია შედგა 8 მაისს ბერლინის რაიონ კარლსჰორტში, ადგილობრივი დროით 23 00-ზე, როდესაც მოსკოვში 9 მაისის 01 00 საათი იყო. ამიტომაც სსრკ-ში „გამარჯვების დღე“ 9 მაისს აღინიშნებოდა.


„რაიხსკანცელარიის“ დაპყრობის შედეგ, საბჭოთა ჯარისკაცება იპოვეს ჰიტლერის, ევა ბრაუნის, იოზეფ გებელისის, მაგდა გებელსის და გებელსების 5 შვილის დამწვარი ნეშთი. სტალინის ბრძანებით, ისინი გადამარხეს მესამე საბჭოთა არმიის ტერიტორიაზე. აშშ პრეზიდენტმა ტრუმენმა თანაშემწე გააგზავნა სტალინთან, რათა გაერკვია ჰიტლერის ბედი. სტალინმა უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით ჰიტლერმა წყალქვეშა ნავით სამხრეთ ამერიკაში მოასწრო გაპარვა. იგივე გაიმეორა დასავლელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მარშალმა  ჟუკოვმა.


1970 წელს, КГБ-ს შეფმა იური ანდროპოვმა მისწერა კომპარტიის ბოს ლეონიდ ბრეჟნევს, რომ მესამე არმია ხშირად იცვლის დისლოკაციის ადგილს აღმოსავლეთ გერმანიაში და აღარ შეუძლია მუდმივად ათრიოს თან ეს ცხრა ნეშთი. ბრეჟნევის თანხმობით, ნეშთები კიდევ ერთხელ დაწვეს, ამჯერად ზემხურვალე ქურაში,  ხოლო ფერფლი მდინარეს გაატანეს.


1945 წლის აგვისტოში, როდესაც ამერიკა იაპონიის ბირთვული ბომბარდირებისთვის ემზადებოდა, სამხედროებმა პრეზიდენტ ტრუმენს პირველ სამიზნედ შესთავაზეს იაპონიის გრძნეული დედაქალაქი კიოტო, რომელიც იაპონელებისთვის ნიშნავს იგივეს, რაც მცხეთა - ქართველებისთვის. ტრუმენმა უპასუხა, რომ კიოტოს განადგურება იაპონელებს ამერიკის მარადიულ მტრებად აქცევდა. ამიტომ აირჩია ჰიროშიმა და ნაგასაკი. დაიღუპა 350 ათასი იაპონელი, თუმცა იაპონია დღეს ამერიკის უახლოესი მოკავშირეა წყნარი ოკეანის რეგიონში.

დათო გაცემლიძე, ისტორიკოსი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი