სტატიები
საკუთარ ოცნებებზე მაღლა - ეკატერინე გოგლიძის პირველი ნაბიჯები ბრიტანულ პროფესიონალურ მუსიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2255 01 მარტი 2021, 13:19

ქეთი ხატიაშვილი

არასოდეს დამავიწყდება ლონდონის ერთი წვიმიანი, მაგრამ თბილი დღე, ცარიელი ქუჩები და ქალაქის მშვიდი სუნთქვა. მივუყვებოდი ერთ პატარა ქუჩას და კერძო სახლების ღია ფანჯრებიდან მესმოდა ქეთი მელუას სიმღერა Closest Thing To Crazy. ამიტომაც დამამახსოვრდა ის დღე. ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის გრძნობა იყო ქართველი მუსიკოსის ასეთი წარმატება. და იმავე დროს დიდი სინანულიც იმის გამო, რომ მაშინ, როცა ქეთი კარიერაში პირველ სერიოზულ და რთულ ნაბიჯებს დგამდა, საქართველო მის გვერდით არ იდგა. მაშინ თბილისი პოლიტიკურ ხმაურსა და რადიკალიზმში იყო ჩაფლული, დაპირისპირების წითელი ხაზები რუსთაველზე და აგრესიული ტონით მოლაპარაკე ცხელი თავების ყვირილი ღია ფანჯრებიდან. მაშინ არავინ არაფერი იცოდა ქეთი მელუას შესახებ.

გავიდა თითქმის ოცი წელი და ახლა, შესაძლოა ისევ წვიმიან და მშვიდ ამინდში, ლონდონში კიდევ ერთ ქართველ მუსიკოსს მოუსმენენ. თბილისი კი ისევ პოლიტიკურ ხმაურსა და რადიკალიზმში იქნება ჩაფლული, ისევ წითელი ხაზებით რუსთაველზე და ისევ აგრესიული რეპლიკებითა და ფრაზებით მოლაპარაკე ცხელი თავების ყვირილით ღია ფანჯრებიდან.
ბრიტანელი მსმენელი კი 5 მარტიდან ეკატერინე გოგლიძის ახალ სინგლს მოუსმენს. პროექტის ჩასაშვებად უკვე ყველაფერი მზად არის: გადაღებულია კლიპი, გაწერილია პიარსტრატეგია. 


ის თითქმის მიუახლოვდა თავის ოცნებას. თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ, როცა კემბრიჯის სკოლაში სწავლობდა, ყველაფერი ძალიან შორეული და მიუღწეველი ჩანდა. მაგრამ შესაძლოა, ერთ მართლაც წვიმიან დღეს ის კემბრიჯიდან გაიპარა და ხმის ჩამწერი ერთ-ერთი სტუდიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ეს სტუდია თავის დროზე „ბიტლებთან“  თანამშრომლობდა. 

მოსწავლეებს სკოლიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ, ამიტომაც რამდენიმე მეგობართან ერთად გაიპარა და სტუდიასთან პირველი კონტრაქტიც გააფორმა, რამდენიმე წლის შემდეგ კი საკუთარი სიმღერა სიყვარულზე უკვე „ბიბისიზე“ გაგზავნა. „ბიბისის“ მსმენელები მესამე წელია, ეკატერინეს უსმენენ.

სიმღერასაც თავად წერს და მუსიკასაც, გიტარაზე უკრავს და ახალი ოცნებების მისაღწევად ისევ „გაპარვაზე“ ფიქრობს. ისეთია, თითქოს თვალებიც უბრწყინავს და გულიც უმღერის.  და ახლა ბრიტანეთიდანაც რომ არ გაეპაროთ, განსაკუთრებული ნიჭიერებისთვის ვიზა „პასპორტი-ტალანტი“ (exeptional talant visa) მისცეს. 

5 მარტს დიდ ბრიტანეთში სინგლისა და ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება, სახელწოდებით „Changes“. პროექტზე  გრემის მფლობელ პროდიუსერთან, ტომასო კოლივასთან  ერთად იმუშავა. 

დრიმთაუნ სიმღერის პრემიერა 2019 წელს გაიმართა და მალევე გახდა პოპულარული

ბრიტანეთის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. მუსიკაში მოყვარულია.  

მისი სიმღერები უკვე ისმის საფრანგეთის, ამერიკის, კვიპროსის, შვეიცარიის რადიოებში. იმედია, ქართული პოლიტიკური ხმაურიც გადაივლის და ეკატერინეს სიმღერებს მალე ჩვენც გავიგონებთ ჩვენი ღია ფანჯრებიდან. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი