სტატიები
რატომ დაეცა ქაბული - შეფასებები მსოფლიო პრესაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 16 აგვისტო 2021, 11:55

ჯერ კიდევ 4 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ჯერ კიდევ იღიმოდა, ახლა ის ლტოლვილია. მას დასავლეთში სერიოზულად უყურებდნენ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ. ავღანეთში დაბრუნებამდე ის ჯერ  მეცნიერ-ეკონომისტი იყო, შემდეგ საერთაშორისო ბანკშიც მუშაობდა. პრეზიდენტად ის ავღანეთში 2014 წელს აირჩიეს. ის ხალხს ქვეყნის აშენებას და განვითარება ჰპირდებოდა. თუმცა, ახლა 72 წლის განი ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო ქვეყნის ჯერ კორუფციისგან დაცვა, შემდეგ კი თალიბებისგანაც. ის საკუთარი ხელისუფლებისა და ქვეყნის დაცემის თვითმხილველი გახდა. 


„ენით აღუწერელი ტრაგედია“ უწოდა New York Times თალიბების მიერ ქაბულის აღებას. თავის სარედაქციო წერილში გამოცემა ამბობს, რომ ავღანეთში ამერიკული ოცნება ოცნებად დარჩა - ის ვერ გახდა „შეუცვლელი ნაცია“ ფასეულობებისა და ღირებულებების გავრცელების მიმართულებით, რაც ეხება სამოქალაქო უფლებებს, თანასწორობას, რელიგიურ შემწყნარებლობას და ასე შემდეგ. 

New York Times შეფასებით, თალიბების მიერ ქაბულის აღება განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკულია იმათთვის ვინც ამ ოცნების იწამა და საკუთარი ქვეყნის შეცვლას და მის გათანამედროვეობის შეეცადა. გამოცემის აზრით, ამერიკის პრეზიდენტს ბაიდენს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის. მით უფრო რომ ამერიკული ჯარი ეს ლოჯისტიკურად ყველაზე მძლავრი ძალაა, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, „მთების გადადგმაც“ კი შეუძლია.  

გამოცემა მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე მხოლოდ ერთ პრეზიდენტ ბაიდენი არ არის. თუმცა, სწორედ მას ევალებოდა იმ ხალხის დაცვა. ვინც უკეთესი ხვალის დაიჯერა და თანამედროვე ავღანეთისთვის იბრძოლა. 

ქაბულის ამდენად სწრაფად დაცემის ერთ-ერთ მიზეზად განსაკუთრებულად ძალოვანი უწყებებში გამეფებული კორუფცია და მოსახლეობის უნდობლობა ხელისუფლების მიერ. 


Guardian საერთაშორისო მიმომხილველი პატრიკ ვინტურის შეფასებით, ამერიკელმა გენერალიტეტმა და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა რეალურად ვერ შეაფასა ავღანეთის არმიის, პოლიციისა და სპეცსამსახურების მომზადების დონე, არადა, 20 წელში ამ სტრუქტურების მშენებლობასა და კადრების მომზადებაში 88,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. 

თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები რეგულარულად აფრთხილებდნენ ოფიციალურ პირებს იმის შესახებ, რომ ავღანეთი მზად მაინც არ იყო მარტო გამკლავებოდა თალიბებს. 

პატრიკ ვინტურა მიიჩნევს, რომ ავღანეთი სწრაფად დაეცა ძალოვან უწყებებში არსებული კორუფციისა გამო, ასევე იმის გამოც რომ ჯარი მაინც არ იყო ადაპტირებული თანამედროვე ტექნიკასთან - მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ხომ საერთოდ გაუნათლებელია. სუსტი იყო ვერტიკალის სხვადასხვა შტოებიც. ასე რომ, როგორც კი უპირატესობა თალიბების მხარეს გადავიდა, ავღანეთის ჯარი შიშმა შეიპყრო და მაშინვე დანებდა.


ფრანგული Le Mond ასევე ცდილობს გააანალიზოს ავღანეთის ელვისებური დაცემა. გამოცემა ისეთ მოვლენაზე წერს, როგორიც არის მკვდარი სულების არსებობა ავღანურ ჯარში. ამის შესახებ სხვა არაერთი ექსპერტი მიუთითებს.  

გამოცემის თქმით, თავად ამერიკელი სამხედროები ყვებოდნენ ავღანეთში „მოჩვენება-ბატალიონების“ არსებობის შესახებ. საუბარია ისეთ ბატალიონებზე, რომლებიც მხოლოდ მკვდარი სულებით იყო დაკომპლექტებული. მათი შექმნის მიზანი კი ამერიკისგან რაც შეიძლება მეტი დახმარების მიღების სურვილი იყო.

Le Mond კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებს - 46 „მოჩვენება-ბატალიონი“ თითოეული 800 ჯარისკაცის შემადგენლობით. გამოცემა წყაროს არ აკონკრეტებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მონაცემები მას ქაბულში მყოფი დასავლელი დიპლომატისგან აქვს.

გამოცემა პირველი არ არის, ვინც ქაბულის დაცემა საიგონის დაცემას შეადარა - სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი. 1975 წელს დაეცა, ამერიკული ჯარების გაყვანიდან ორ წელიწადში.  





   









სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი